პროგრამის მიზანია მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა თანადაფინანსების გზით.
პროგრამა ითვალისწინებს მაღალმთიან დასახელებებში მცირე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე თანადაფინანსებას, კერძოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არანაკლებ 7 ცხენის ძალის მქონე სიმძლავრის ხელის ტრაქტორზე (მოტობლოკი) და მისაბმელზე (იმპლემენტი) მხოლოდ ხელის ტრაქტორთან ერთად კომპლექტში, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის.
დაფინანსება შეიძლება მიიღოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა, რომელსაც მაღალმთიან დასახლებაში საკუთრებაში/თანასაკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე შეადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 70%-ს:
პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია დაფინანსების მოთხოვნა მხოლოდ ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე.
პროგრამა ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალმთიანი რეგიონების დასახლებებში.
დაფინანსება შეიძლება მიიღოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა, რომელსაც მაღალმთიანი დასახლებაში საკუთრებაში /თანსაკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამურბეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
დაფინანსება შეიძლება მიიღოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა, რომელსაც მაღალმთიანი დასახლებაში საკუთრებაში /თანსაკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამურბეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
განაცხადების მიღება დაიწყება 2024 წლის 14 მაისს 12:00 სთ-ზე და გაგრძელდება ბიუჯეტის ამოწურვამდე